RSS

რომანი ”მეორე სიყვარული” – ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი გვერდის მკითხველისთვის (1-ნაწილი)

04 Sep
რომანი ”მეორე სიყვარული” – ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი გვერდის მკითხველისთვის (1-ნაწილი)

ექსკლუზიურად მხოლოდ თქვენთვის!!!.. კანადაში გამოიცემა ირაკლი ლომაიას წიგნი, რომელიც ეყრდნობა საქართველოში მომხდარ ნამდვილ ამბავს. წიგნში აღწერილია ორი ცნობილი ადამიანის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისეული რომანი, რომლის წაკითხვის საშუალება ქართველებს ექსკლუზიურად მხოლოდ აქ, ამ გვერდზე შეგიძლიათ!!!.. ”მეორე სიყვარული” – ”The Second Love”  ავტორი. ირაკლი ლომაია

დასაწყისი, 1- ნაწილი

გამთენიის გარიჟრაჟზე, როცა მზის სხივები დედამიწას ჯერ კიდევ არ ადგა, დილის ნამს ჩიტების ულამაზესი ჭიკჭიკი და ჟრიამული იკლავდა!.. მზე სადაცა ამოსვლას აპირებდა.. ბათუმის ცის კამარაზე ოქროსფერი სხივები იწყებდა ამონათებას!.. ადამიანი, რომელიც სასტუმროს ნომრიდან ყოველივე სასიამოვნოს, სიცოცხლით სავსე ახალ დილას უცქერდა და ჩიტების ჭიკჭიკით ტკბებოდა, ეს ლაშა დადიანი იყო.. რა ლამაზი და ბედნიერია ის დღე, რაც მაშინ მოხდა, იწყებოდა ის რისვისაც ფიქრიც და გონებაც მეტად შეუცნობელს და დიდ სიყვარულს სთავაზობდა თურმე გამჩენი.. ფიქრებში წასული მომავლის იმედებითა და დიდი ამბიციებით სავსე ახალგაზრდა ყმაწვილი მაშინ არც კი ფიქრობდა იმაზე, რომ სწორედ ამ დღეს იწყებოდა მის ცხოვრებაში ის გრძნობა, რომელიც მერე მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა. გრძნობა, რომელიც თურმე მასთან თანაცხოვრების უდიდეს ტკივილს, სევდას , სიხარულს, ღიმილს და ბედნიერებას ერთად აჩუქებდა, მაგრამ მაშინ არ იყო ფიქრი იმაზე, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა, ეტაპი, რომელიც სიყვარულის ზღვას შექმნიდა და ამ ზღვაში ორივე ერთად ჩაიძირებოდა!!!.. სიყვარული, რომელიც ისე გააღრმავებდა და გაიდგამდა მათში ფესვებს, რომ ისინი თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დადებდნენ ფიცს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებოდნენ და მათ მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდათ!!!..

— ფიქრებში წასული ახალგაზრდა ჯერ კიდევ ცხოვრებისგან გამოუცდელი ყმაწვილი გახლდათ, რომელიც ბუნების საუცხოო ჰარმონიას უცქერდა და ტკბებოდა. მის ნომერში აწკრიალებულმა ტელეფონის მოულოდნელმა ხმამ გამოაფხიზლა!!!.. ხმა, რომელიც მის მობილურზე გაისმა, სწორედ ის მესიჯი იყო, რითაც დაიწყო ყველაფერი!!!..

— დილამშვიდობისა ლაშა, ალბათ გძინავს!.. და თუ არ გძინავს ამ მესიჯის წაკითვისას ვიცი გაგიკვირდება, მაგრამ ძალიან მომენატრე..

—- გამარჯობა ანნა, როგორ ხარ? არა, არ მძინავს, იცი როგორ გამახარე? მეც მომენატრე და ახლა ზუსტად შენზე ვფიქრობდი!.. იცი, შენ რომ გიყვარს ისეთი დილაა, რატომღაც სულ მახსენდები, თითქოს რაღაც ხდება და არ ვიცი რა.. გახედე ზღვას, ხედავ რა ლამაზია?

— მაინც როგორ გგონია, რა უნდა ხდებოდეს? ანალოგიურს ვგრძნობ, ჯერ არ დამიძინია, ვიცი ამ წერილით ძალიან ვცდები, მაგრამ გული სხვას მკარნახობს და გონება სხვას.. იქნებ შენ, როგორც კაცმა სხვანაირად ახსნა!..

— ეს ის შემთხვევა, როცა მეც გავიყინე!.. მაპატიე, არ მინდა ჩემი შეცდომებით შენი დაკარგვა.. იქნებ ვცდები, – მიმართა ლაშამ.

— რა სგულისხმობ, ლაშა? თუ დაიწყე ბოლომდე თქვი.. ვგრძნობ, რომ არ ცდები!..

— არა, ანმდვილად ვცდები!.. მეკაიფები?

დაიბნა ახალგაზრა ყმაწვილი, ხვდება, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყება, მაგრამ გრძნობა, რომელიც სულს და გულს ერთდროულად აფორიაქებს, ამოუხსნელია მისთვის!!!..

— არა, მე უბრალოდ ეხლა თითქოს სხვა განზომილებაში ვარ, იცი საზოგადოება მაფერხებს, ამას ვერ გაიგებენ სწორად!.. მგონი მეც ვცდები და ღრმად შევიჭერი როლებში, მაგრამ არ ვიცი რა მომივიდა, მგონი გავრეკე!.. რაღაც ახალი იწყება და ეს ახალი დიდი ტკივილი და სიყვარულია!..

გამოცდილი და უკვე ცხოვრების გრძელ გზაზე გავლილი ქალბატონის გადაჭრილმა პასუხმა სულ დააბნია ახალგაზრდა ჭაბუკი, თითქოს გაიყინა და პასუხი ვერ გასცა.. გრძნობა, რომელიც მასში ფეთქავდა ერთობლ სასიამოვონ და ამავე დროს ამაღელვებელი იყო

— ?????

— ხო, გაგაოცებ და უკვე მიყვარხარ!.. არაფერს მომწერ?.. – ჰკითხა ანნამ.

— იცი, მე ეს შენთვის ადრეც ხშირად მითქვამს, რომ შენი გაცნობა ჩემი ოცნება იყო.. როცა ტელევიზორში გხედავდი უბრალოდ მინდოდა ახლოს მყოლოდი, მუდამ მიყვარდი, მაგრამ ისე როგორც საზოგადო მოღვაწე და არა ქალი. მასე ხომ შენ ყველას უყვარხარ? და დღეს, როცა მე შენ უკვე ახლოს მყავხარ, ამას არ ველოდი!.. მაგრამ ის, რასაც მეც ვგრძნობ მგონი არ არის ყალბი, არ ვიცი იქნებ მეც ვცდები!.. ჯერ გამოუცდელი ბიჭი ვარ, მე ხომ ცხოვრებას ეხლა ვიწყებ? შენ კი გამოცდილი და საკმაოდ წარმატებული, მე მესმის რომ, ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი ბარიერია, ამას საზოგადოება ცუდად გაიგებს და გრძნობა, რომელიც სინამდვილეში ჭეშმარიტია, ალბათ ჩაგვქოლავენ!..

— ჩემს მეტი საშაყირო ვერავინ ნახე? კარგი ყველაფერი დაივიწყე.. ნამდვილად შევცდი!.. – გაბრაზდა ანნა.

— არა, სწორად ვერ გამიგე და დავიბენი, მაპატიე.. მე ის ვთქვი, რაც ნათელია ჩემთვის.. ძალიან მიყვარხარ, მეც ვგრძნობ იმას, რასაც ეხლა შენ, ძალიან საოცარი და სასწაული დილაა.. თითქოს ერთდროულად უხილავმა ძაფებმა დაგვაკავშირა. სანამ შენ მესიჯს მომწერდი მე მინდოდა მოწერა, მაგრამ ვიფიქრე სძინავს და არ შევაწუხებ მეთქი, მაგრამ არც ის ვიცოდი, საიდან რა დამეწყო!..

— გიორგისთან არაფერი წამოგცდეს, ხვალ დილით მოვა სასტუმროში და სახლში გვეპატიჟება, მერე კი ბულვარზე გავალთ.. ყველაფერს დავაკანონებ, ყველაფერი კარგად იქნება..

დაამშვიდა ქალბატონმა ჭაბუკი და თან სთხოვა, რომ მის მეგობარს, რომელსაც სტუმრად უნდა წვეოდნენ, არაფერი წამოცდენოდა.

— არც მიფიქრია რამის თქმა, მაგრამ ბათუმის ბულვარი გადაჭედილია ქართველებით. ხომ იცი, სადაც შენ გადიხარ მანდ მოსვენებას არ გვაძლევენ, იქნებ აქ დავრჩეთ და აქ დავილაპარაკოთ..

— კარგი, ამასაც მოვაგვარებთ!.. – თქვა ანნამ.

ძლიერი იყო გრძნობა, ძლიერი უყო განცდა, ძლიერია ყველა განვლილი გზა, რაც გაუვლიათ მათ ერთად, მაგრამ ტკივილი, სევდა და ცრემლია მათში, რაც ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ უანდერძა. სიყვარული, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაუგო!.. გრძნობები, რომელიც ღვთიურმა ძალამ გადმოჰფინა და კაცობრიობის სააქაო ჭაობში ჩავარდა!.. ტკივილითა და სიხარულით განვლილი 8 წელი, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულის ტრაგიკული ისტორიით დასრულდა!..

გაგრძელება მეორე ნაწილში.

 

6 responses to “რომანი ”მეორე სიყვარული” – ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი გვერდის მკითხველისთვის (1-ნაწილი)

  1. lazare

    04.09.2014 at 07:46

    ძალიან საინტერესოააააააა. შემდეგი გაგრძელება როდის დაიდებააააააააა 🙂

    Like

     
  2. ანა

    04.09.2014 at 15:21

    გაგრძელება როდის იქნება ძალიან მაინტერესებს

    Like

     
  3. Gvanca Chelidze

    05.09.2014 at 00:51

    mee es vicii metormetemdee rodis gagrdeldebaa didixaniaa velodebii batono iraklii 🙂

    Like

     
  4. giorgi

    05.09.2014 at 14:21

    შემდეგი ნაწილი დადე რა ფლიზზზზზ , დასაწყისმა დამაინტრიგააა D

    Like

     
  5. მანანა

    06.09.2014 at 03:37

    ბატონო ლომაია გაგრძელებას როდის გვაღირსებ? , ვაღიარებ ძალიან საინტერესოა 🙂

    Like

     
  6. მაკა ჭავჭავაძე

    06.09.2014 at 10:55

    როგორი ინტრიგული და ამავე დროს უზადოდ მაღალი დონის რომანია, სული გამძვრება მგონი შემდეგს როდის დადებთ? ისეთ ემოციებში ვარ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ეხლა სად ვნახო შემდეგიიიიი.. თან ისე მაინტერესებს ვინ არიან რეალური გმირები ნუ გავსკდი ინტერესით 😀 ძალიან მაგარი რომანია , მართლა მაგარი. იქნებ მალე დადოთ რა გთხოვთ, მალეეეეეე.. 😀

    Like

     

Leave a comment