RSS

Category Archives: ნორვეგია

მათვის ვინც გეგმავთ ნორვეგიაში ტურიზმს

მათვის ვინც გეგმავთ ნორვეგიაში ტურიზმს

ეს არის ქვეყანა სადაც მე უდიდესი შთაბეჭდილებებით და სიყვარულით შემიძლია დავიწყო საუბარი, ადგილი სადაც ჩემი ცხოვრების გარკვეული და მეტად საინტერესო დრო გავატარე. იქ მე დაახლოებით 3 წელი ვიცხოვრე და ამ წლების განმავლობაში შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს ვინმემ რომ კანადიდან გამაგდოს უპირველესად აუცილებლად ნორვეგიაში დავსახლდებოდი. ქვეყანა სადაც უთბილესი, უკარგესი და მაღალი ინტელექტუალური და საოცრად ჰუმანური ადამიანები ცხოვრობენ. ამ რუბრიკაში მინდა წარმოგიდგინოთ ყველა ის ფოტოები რაც კი ამ ხნის განმავლობაში მე მოგზაურობისას გადამიღია. მაშ ასე, ყველაფერი ნორვეგიაზე და განსაკუთრებით მათვის ვინც გეგმავთ ამ საოცარ ქვეყანაში გამგზავრებას..

ოსლოში გატარებული დრო ჩემთვის წარუშლელი და მთელი ცხოვრება დასამახსოვრებელია.. ამ დღეს შვედი ქალები გვსტუმრობდნენ 🙂

ნორვეგია – ოფიციალურად ნორვეგიის სამეფო ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. უკავია ნახევარკუნძულის დასავლეთი ნაწილი, ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი.  ნორვეგიის საერთო ფართობია 385,252 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა  4.8 მილიონი კაცი. არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით დასახლებული ქვეყანა ევროპაში. ქვეყანას აღმოსავლეთით ესაზღვრება შვედეთი. უკიდურესად ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი ესაზღვრება ფინეთსა და რუსეთს. მასსა და დანიას შორის მდებარეობს სკაგერაკის  სრუტე. დედაქალაქია ოსლო.

ფიორდებს შორის მოქცეული კუნძული სტავანგერში

 ნორვეგიის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია ფიორდები, რომლებიც სანაპირო ზოლს ქსელავენ და მთები, ისევე როგორც ქვეყნის შიდა ნაწილის ხელუხლებელი ბუნება, ქალაქები და სხვა პატარა დასახლებები. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნორვეგიას მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის მაჩვენებლით მე-17 ადგილი მიაკუთვნეს.

ნორვეგიის ფიორდზე

ნორვეგიის ფიორდი

ნორვეგიის მთავარი ღირსშესანიშნაობები წარმოდგენილია არქტიკული წრის სხვადასხვა ლანდშაფტში. ქვეყანა განთქმულია ფიორდებით, მთებით, სათხილამურო კურორტებით, ტბებითა და ტყეებით. მთავარი ტურისტული ქალაქებია ოსლო, ბერგენი, სტავანგერი, ტრონჰეიმი და ტრომსე. მე პირადად ყველა ამ ჩამოთვლილ ქალაქებში და არა მარტო მანდ მქონდა ის ბედნიერება, რომ მეხეტიალა ჩემი ”ჯადოქარი” აპარატით ხელში 🙂 ამ ქვეყანაში  ბუნების უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია, რის გამოც ის მრავალ ფეხით მოხეტიალეს იზიდავს. ყოველწლიურად, ასობით ათას უცხოელ ტურისტს იზიდავს დასავლეთ და ჩრდილოეთ ნორვეგიის ფიორდები, მთები, ჩანჩქერები. ქალაქებში წარმოდგენილია კულტურული ტურიზმისთვის მიმზიდველი ობიექტები.

ეს ფოტო გასნაკუთრებით მიყვარს, რადგან ამ ადგილას დიდი ხანი ვოცნებობდი მოხვედრას.

ეს ფოტო გასნაკუთრებით მიყვარს, რადგან ამ ადგილას დიდი ხანი ვოცნებობდი მოხვედრას.

ასევე ცნობილია რომ, ნორვეგიის კულტურა ჩამოყალიბდა მეჩხერი მოსახლეობის, მკაცრი კლიმატისა და ევროპისგან შედარებითი იზოლაციის გავლენით. შესაბამისად, ევროპის სხვა ქვეყნებისგან ის ბევრი მახასიათებლით განსხვავდება. ძირითადად კი ნორვეგია წარმოადგენს სკანდინავიის ქვეყნებს. ასევე ქვეყანა ფლობს ცოტა ციხესიმაგრეებსა და სასახლეებს, მცირე სასოფლო-სამეურნეო არეალებს, მაგრამ იძლევა დიდ მანძილზე მოგზაურობის საშუალებას. მაშ ასე ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემი მოგზაურობის ექსკლუზიურ ფოტოებს და იმედს ვიტოევებ თქვენს შეფასებას და კომენტარებს არ დაიშურებთ 🙂

p.s.- ქვემოთ მოცემული ფოტოების გასადიდებლად დააკლიკეთ ფოტოს

 

 
1 Comment

Posted by on 31.08.2014 in ნორვეგია