RSS

Category Archives: რუსეთი

ქოხი რომელმაც 4 ახალგაზრდა ტურისტი დაგვაზარალა!..

ქოხი რომელმაც 4 ახალგაზრდა ტურისტი დაგვაზარალა!..

მოგეხსენებათ რომ, მოგზაურობას მუდამ თან ახლავს ე.წ. ”პრიკლუჩენიები” და სწორედ რომ არა ეს მოვლენა ალბათ ჩვენ მათ ვინც ”გიჟები” ვართ მოგზაურობის არ გვექნებოდა იმ დოზით ის ადრენალინი რაც  ამდაგვარი მოვლენებიდან გამომდინარეობს. ხო და  ამბავი რომელიც ეხლა მინდა გიამბოთ ერთი შეხედვით სახალისო და ამავედროს ძალიან შოკისმომგვერლი იყო იმხანად ჩვენთვის.

მოსკოვში ყოფნისას გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად წავსულიყავი ქალაქგარეთ დასასვენებლად.  მოკლედ შევიკრიბეთ 4 ბიჭი და წავედით სადღაც ტყეში სადაც ეს ქოხი იმხანად 15.000 რუბლად ვიქირავეთ 3 დღით და რომ მივედით ისეთი პატარა აღმოჩნდა ვერ დავეტიეთ 😀 როგორც აღმოჩნდა მოგვატყუა სააგენტომ. ასევე სააგენტოს მიერ ნაჩვენებ ფოტოებზე გაცილებით სხვა ლამაზი და საინტერესო იერსახე ჰონდა ვიდრე ეს დაგხვდა რეალში. მოკლედ იმ დღეს დაბრუნება შეუძლებელი იყო, რადგან ძალიან შორს ვიყავით წასულები და სხვა გზა არ გვქონდა რომ არ დავრჩენილიყავით. საყურადღებო იყო ის ფაქტი რომ სანამ ჩვენ დანიშნულ ადგილამდე ჩავედით ამისთვის მოსკოვიდან საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ და ამ ქოხამდე  საღამოს ჩავაღწიეთ. მახსოვს ჯერ მატარებელით ვიარეთ, მერე ავტობუსით და მერე რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან ფეხით საკმაოდ ბევრი ვიარეთ. მსგავს მანძილს უკან გავლა კი იმ დღეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. სხვა გზა არ გვქონდა იძულებული გავხდით როგორმე ამ ქოხში შევყუჩულიყავით. ამხელა გზის დაღლილ-დაქანცულებს გვინდოდა ძილი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის ნაოცნებარ ”სასახლეში” შესაფერისი კომფორტის საშუალება არ იყო. ნუ მაინც რა უნდა გვექნა? თან კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ გარეული მტაცებელი ცხოველების გამო ღამე გარეთ არ უნდა გავსულიყავით. მაგრამ გარეთ გასვლა კი არა ისეთი დაღლილები ვიყავით და ისე გვეძინებოდა სულ, რომ სამყაროს წარღვნა მომხდარიყო ალბათ ვერც ვიგრძნობდით, ამასობაში გავიხედე და მაღლა მატარებელის ვაგონში რომ, საწოლებია მასეთი მიკეთებული რაღაცა ვნახე და ვიფიქრე მანდ ჩამოვწვები მე დავიძინებ და თქვენ ქვემოთ დაწექითო, ნუ ეხლა 50 კგ კაცი ვარ და ვიფიქრე ამ ვერზილა ხალხს ეს ვერ გაუძლებს და მე ავალთქო 😀 ქვემოთაც ასეთივე მიკეთებული თუ მიშენებული ოთხკუთხედი კუბოსმაგვარი ხოს ”ტახტი”იდო, ზედ თხელი ადიალა გადაეფარებინათ და ალბათ ეს იყო მათი შემოთავაზებული კომფორტიც 😀 მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო და დავწექი. შუა ღამე კი მოწყდა ეს მიდგმული რაზედაც ვიწექი და ძირს დავეძნეყე. ჩემს ქვეშ მწოლიარეებს ზედ დავეცი და ბეჭებში გავბზარე, მეორეს შუბლი გაუხეთქე, მე კი  ხელი მოვიტეხე. ამ ინციდენტამდე ერთს კიდევ სკამი გაუტყდა და ლაწანი გაადინა. მოკლედ ასეთი შეუდარებელი  ტური გამოგვივიდა და დასინიაკებულ – დაზარალებულები წამოვედით მეორე დღეს 😀 ჯამში კარგი ”გასტროლები” გამოგვივიდა!.. 😀 ხო და ეხლა მე ისე წამოვიდოდი რომ, ეს ”ლეგენდარული სახლ-კარი” ფირზე არ აღმებეჭდა და მერე თქვენთვის ეს საოცრება არმომეყოლა? 😀 აი ასე მოგვატყუა და გადაგვყარა ერთერთმა რუსულმა ტურისტულმა სააგენტომ 3 ქართველი და ერთი თავისი ქვეყნის მოქალაქე ახალგაზრდა, რომელებსაც უბრალოდ გართობა გვწყუროდა!.. 😀 მოკლედ ასე შევიდა ჩემი მოგზაურობის ”რეპერტუარში” ეს ქოხი და საპატიო ადგილი დაიკავა სიათა იმ ურიცხვ ჩამონათვალში რასაც ჩემი მსოფლიო მოგზაურობის 120 ქვეყანა ჰქვია 😀 მაგრამ სწორედ რომ, არა როგორც შესავალში ავღნიშნე ის უზადო თავგადასავლები დღეს ამ ადგილის შესახებ არცკი მემახსოვრებოდა ნამდვილად და ერთი ჩვეულებრივი და არაფრის მთქმელი პიკნიკი გამოგვივიდოდა ბიჭებს. 🙂 

 
2 Comments

Posted by on 02.09.2014 in რუსეთი